ნინო ნინიძის სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრი დაარსდა 2017 წელს. 2023 წლიდან კლინიკა გადავიდა ახალ შენობაში, სადაც მაღალი კვალიფიკაციის მქონე პერსონალის დახმარებით ფუნქციონირებას განაგრძობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად
აღჭურვილი ტექნიკითა და ლაბორატორიით. კლინიკაში პაციენტებს დახვდებათ Canon-ის ბრენდის, 2023 წლის უახლესი თაობის ულტრაბგერითი აპარატი Aplio a, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხის გამოსახულებით და აპარატის საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა ორგანოების ულტრაბგერითი კვლევა.
Aplio a გვაძლევს საშუალებას ჩავატაროთ სხვადასხვა ქსოვილების ელასტოგრაფიული კვლევა. აპარატი იძლევა ზუსტ ვიზუალიზაციას არსებული პათოლოგიების მიმართ. მისი როლი, როგორც სადიაგნოსტიკო საშუალება ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტის შემდგომი მკურნალობის შერჩევისათვის. კლინიკის ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების აპარატურით, რაც უზრუნველყოფს გამოკვლევების ფართო სპექტრს, ტესტირების დიდ დიაპაზონსა და შედეგების მაქსიმალურ სიზუსტეს. ცდომილების შესამცირებლად, დამატებით ჩვენი პროფესიონალი ლაბორანტები მიკროსკოპის საშუალებით თვალით ახდენენ დაკვირვებას, რაც სისხლის საერთო ანალიზის და სხვა შემთხვევაში ყოველგვარ ცდომილებას გამორიცხავს.
დიაგნოსტიკურ ცენტრში პაციენტები ისარგებლებენ შემდეგი მომსახურებებით:
სამუშაო საათები:
ორშაბათი-პარასკევი: 09:00 – 17:00
შაბათი: 09:00 – 15:00
ტელეფონი: 0341 25 10 10