კერძო სკოლა "მილენიუმი"

კომპანიის შესახებ: ნახვა: 54726

საგანმანათლებლო დაწესებულება

მისამართი :

1. ბოსტანქალაქის ქ. 3 / 21-ე მიკრორაიონი - რუსთავი

საქმიანობის სფერო

საგანმანათლებლო დაწესებულება

ტელეფონი :

577211434 / 595284814

კერძო სკოლა "მილენიუმის" მთავარი ამოცანაა, ბავშვები აღიზარდონ ეროვნული სულისკვეთებით, ახალგაზრდებს მისცეს მაღალი აკადემიური განათლება, განუვითაროს დამოუკიდებელი, ლოგიკური აზროვნების უნარი, რათა მათი სკოლისშემდგომი საქმიანობა წარმატებული იყოს როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.

მილენიუმი გამორჩეულია იმითაც, რომ სკოლაში ინგლისური ენა ისწავლება გაძლიერებულად, დიდი ბრიტანეთის სახელმძღვანელოებითა და პროგრამებით.

აქ სწავლობენ გერმანულ ენასაც.

სკოლა გამოირჩევა ადგილობრივი და საერთაშორისო კონტაქტებით. მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს დამყარებული საქართველოს რამდენიმე რეგიონის კერძო სკოლასთან, ასევე თურქეთის, გერმანიის, ხორვატიისა და იტალიის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

მილენიუმი დასაქმებულ მშობლებს სთავაზობს გახანგრძლივებულ რეჟიმს კვებით (09:00-18:00 სთ), აქვე ხდება გაკვეთილების მომზადებაც.

სკოლაში მიმდინარეობს სამივე საფეხურის მოსწავლეთა სწავლება.

"მილენიუმი" 2 000 წელს დაარსდა, მისი დამფუძნებელი ელზა ლეკვეიშვილია.

სამუშაო საათები

10:00 -18:00

ტელეფონი

577211434

595284814