Rethink Steam სკოლა - STEAM საგანმანათლებლო კურსები ყველა დაინტერესებულისთვის. იდეიდან პროდუქტამდე . შექმენი ახალი.
Rethink STEAM School – განათლების ახალი ეტაპი!
Rethink STEAM School არის სივრცე, სადაც მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, ხელოვნება და მათემატიკა (STEAM) ქმნის მომავალს!
სკოლა ყველას აძლევს შესაძლებლობას, დაეუფლოს დღევანდელ მსოფლიოში ყველაზე აქტუალურ მიმართულებებს, განავითაროს უნარები და გაიღრმავოს ცოდნა ინოვაციური და პრაქტიკული სწავლების საშუალებით.
Rethink ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი უკვე წლებია ხელს უწყობს ახალგაზრდებში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებას. ახლა კი, Rethink STEAM School-ის მეშვეობით, ამოცდილი ტრენერები გაგიზიარებენ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელიც გამოგადგებათ როგორც დღეს, ასევე მომავალში.
რას სწავლობენ STEAM კურსებზე?
ტექნოლოგია - როგორ შევქმნათ მობილური აპლიკაცია, დავაპროგრამოთ ვებგვერდი ან გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი?
რობოტიკა და ინჟინერია - როგორ ავაწყოთ და დავაპროგრამოთ რობოტი, რომელიც კონკრეტულ ამოცანას შეასრულებს?
დიზაინი და ანიმაცია - როგორ შევქმნათ ინტერაქტიული თამაშები ან ვიზუალური ეფექტები?
მეცნიერება და ექსპერიმენტები - როგორ შევისწავლოთ ბიოტექნოლოგიები, ნანომასალები ან ასტროფიზიკა?
მათემატიკა და მონაცემთა ანალიზი - როგორ გამოვიყენოთ ალგორითმები რეალური პრობლემების გადასაჭრელად?
STEAM განათლება თეორიის ნაცვლად პრაქტიკულ სწავლებაზეა ორიენტირებული, რაც ნიშნავს, რომ სწავლა ხდება ექსპერიმენტებით, პროექტებით და გუნდური მუშაობით.
მისამართი: ქ. რუსთავი . ინოვაციების სკოლის შენობა. მე7 მიკრო რაიონი
ტელეფონი: +995 551 59 78 75