სამშენებლო კომპანია "რუსთაველი ჯგუფი"

კომპანიის შესახებ: ნახვა: 3943

სამშენებლო კომპანია "რუსთაველი ჯგუფი"

მისამართი :

მე-12 მკრნ, სტამბულის ბაზრობის მიმდებარედ - რუსთავი

საქმიანობის სფერო

სამშენებლო-დეველოპერული

ტელეფონი :

511242020

კომპანია "რუსთაველი ჯგუფი" უკვე რამდენიმე წელია, რუსთავსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში დეველოპერულ პროექტებს ახორციელებს. 

ჩვენს მიერ შესრულებული პროექტები უმაღლესი ხარისხითა და სანდოობით გამოირჩევა.

კომპანიის სურვილია, საკუთარი წვლილი შეიტანოს რუსთავის სამშენებლო-დეველოპერული ბიზნესის განვითარებაში, რადგან ვთვლით, რომ ამ მიმართულებას ქალაქში ძალიან დიდი მომავალი აქვს.

ჩვენი ხედვაა, რომ რუსთავმა შეინარჩუნოს იერსახე და სამშენებლო კუთხით მისი განვითარება კარგად გააზრებული, კონკრეტულად ამ ქალაქზე მორგებული პროექტებით მოხდეს.

კომპანია ამ ეტაპზე ახორციელებს 3 მრავალფუნქციური პროექტის მშენებლობას:

"რუსთაველი ნიუ მოლი" მდებარეობს მე-12 მიკრორაიონში და მოიცავს 25 000 კვმ სამშენებლო ფართს. კომპლექსი
მრავალფუნქციური დატვირთვისაა.

აქ წარმოდგენილი იქნება:

• საცხოვრებელი;
• საოფისე;
• საფინანსო;
• გასართობი სივრცეები, რომელიც მოიცავს კინოთეატრ "კავეა"-ს და ბოულინგ ცენტრს.

ასევე მაღალი დონის სავაჭრო ცენტრი, რომელშიც საერთაშორისო ბრენდების მაღაზიები განთავსდება.

პროექტი 2021 წელს დაიწყო და 2025 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

"რუსთაველი მეჩვიდმეტე" მდებარეობს მე-17 მიკრორაიონში და მოიცავს 27 000 კვმ სამშენებლო ფართს, რომელშიც განთავსებული იქნება როგორც საცხოვრებელი, ასევე კომერციული და საოფისე დანიშნულების ფართები.

პროექტი 2023 წელს დაიწყო და 2026 წლის ბოლოს დასრულდება.

"რუსთაველი ჯგუფის" უახლესი პროექტია "რუსთაველი ფიროსმანი", რომელიც მდებარეობს ძველ რუსთავში, გოგებაშვილისა და ფიროსმანის ქუჩებს შორის, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, მყუდრო უბანში.

აღნიშნული კომპლექსი მოიცავს 105 პრემიუმ კლასის საცხოვრებელ აპარტამენტს, დაცულ ავტოსადგომსა და იზოლირებულ, გამწვანებულ ეზოს. მშენებლობა დაიწყო 2024 წელს და სრულდება 2027 წლის ბოლოს.
კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ხელსაყრელ ლოკაციას და ბინების ფართო არჩევანს, საუკეთესო ფასად.

სამუშაო საათები: 10:00-18:00

ტელეფონი: +995 511242020