"სტომატოლოგიური კლინიკა "სტუდიო დენტალის" მთავარი ამოცანაა, მაღალი პროფესიონალიზმით შესრულებული სამუშაოებით დააკმაყოფილოს, როგორც პაციენტების, ასევე თანამედროვე სტომატოლოგიის მიერ წამოყენებული მოთხოვნები.
აღნიშნულის საფუძველია ჩვენი ექიმებისა და ექთნების პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება საქმისადმი და სიახლეების შესწავლა, რომელიც მიმდინარეობს მუდმივ რეჟიმში.
მთავარ ამოცანად, გარდა უშუალოდ სტომატოლოგიური მანიპულაციების შესრულებისა, ითვლება სტერილიზაციის მაღალი ხარისხი, რომელიც უპირობო საწყისია, თუნდაც უმარტივესი პროცედურული ჩარევის.
ჩვენს კლინიკაში ხორციელდება ყველა სირთულის
• თერაპიული
• ქირურგიული
• ორთოპედიული
• ორთოდონტული
და დენტალური-იმპლანტანტებით მკურნალობის პროცედურა, მაღალ პროფესიულ დონეზე, უმაღლესი ხარისხის მასალებითა და მედიკამენტებით.
გარდა ამისა, ჩვენი კლინიკა ითვალისწინებს რუსთავის მოსახლეობის ფინანსურ მხარეს და პაციენტებს სთავაზობს არჩევანის მრავალფეროვნებას: მაღალი ხარისხის მასალების ბჟენებს, კერამიკას, მეტალოკერამიკას, ცირკონოკერამიკის გვირგვინებს, რბილ/მაგარ მოსახსნელ და ბიგელისებურ პროტეზებს, ორთოდონტიულ კონსტრუქციებს, ასევე ევროპის, ისრაელისა და კორეული წარმოების იმპლანტებს.
ჩვენ კლინიკის ექიმებისგან პირველ რიგში მიიღებთ სასარგებლო რჩევებსა და გულმოდგინედ შესრულებულ პროფესიონალურ მომსახურებას.
სამუშაო საათები
ორშაბათი-პარასკევი: 10:00 - 19:00
შაბათი: 10:00 - 17:00
ტელეფონი
0341285588