"რუსთავის სამშობიარო სახლი" ქალაქის დაარსებიდან ფუნქციონირებს და ამ წლების განმავლობაში, მოახერხა და დაიმსახურა არაერთი რუსთაველის ნდობა.
კლინიკა თავის მრავალრიცხოვან პაციენტებს ევროპული სტანდარტის შესაბამის, შემდეგ სამედიცინო სერვისს სთავაზობს:
• საკეისრო კვეთის ოპერაციები;
• გინეკოლოგიური ოპერაციები;
• ოპერაციები ლაპარასკოპიული მეთოდით;
• ქირურგიული ოპერაციები;
• ონკო-გინეკოლოგიური ოპერაციები;
• ლაბორატორიული კვლევები;
• ულტრაბგერითი გამოკვლევა.
ბოლო თაობის და მუდმივად განახლებადი სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი კლინიკა და ექიმების ინტელექტუალური რესურსი ჩვენთან მიღებული სამდიცინო დახმარების ეფექტურობას უზრუნველყოფს.
პაციენტები ჩვენს კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში, გინეკოლოგიურ ოპერაციებს თბილისიდან მოწვეული, ქვეყნის საუკეთესო სპეციალისტები ატარებენ.
გვყავს ასევე დედაქალაქიდან მოწვეული, მაღალკვალიფიციური, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მამოლოგი, რომელიც ქალბატონებს ადგილზე უწევს კონსულტაციას და ჩვენსავე კლინიკაში ტარდება საჭირო ქირურგიული ჩარევებიც.
"რუსთავის სამშობიარო სახლში" დასაქმებული თითოეული თანამშრომელი არის გულისხმიერი და კეთილსინდისიერად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას.
სამუშაო საათები
ყოველდღე: 24 სთ
ტელეფონი
341224775