რეაბილიტაციის ცენტრი

კომპანიის შესახებ: ნახვა: 1105

რეაბილიტაციის ცენტრი

მისამართი :

ფიროსმანის ქ. 30ნ - რუსთავი

საქმიანობის სფერო

სამედიცინო მომსახურება

ტელეფონი :

555455775 / 568154515

რეაბილიტაციის ცენტრი რუსთავში 2022 წლიდან ფუნქციონირებს. ჩვენი ძირითადი
მიმართულება ბავშვთა და მოზარდთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამაა.

1. ცენტრი ჩართულია სახელმწიფო პროგრამაში და მომსახურებას უწევს სოციალური
რეაბილიტაციის პროგრამით გათვალისწინებულ ბენეფიციარებს 18 წლის ასაკამდე;

2. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის პროგრამით გათვალისწინებულ ბენეფიციარებს
მომსახურებას უწევს გაცემული/დაფინანსებული საგარანტიო პირობის ფარგლებში;

3. რეაბილიტაცია/აბილიტაციის საჭიროების მქონე დაინტერესებულ პირებს (პროგრამული თუ
არაპროგრამული) სთავაზობს ცენტრში არსებულ სრულ სერვისს, საუკეთესო და გამოცდილი
სპეციალისტების გუნდთან ერთად.

რას მოიცავს კონკრეტულად ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო მომსახურება?

• განვითარების შეფერხება ბავშვებში;

• ცერებრული დამბლა;

• თავის ტვინის ტრავმული დაზიანებით გამოწვეული მდგომარეობები;

• ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებებით გამოწვეული მდგომარეობები;

• პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანებები;

• ნერვკუნთოვანი დაავადებები;

• განვითარების შეფერხებით მიმდინარე გენეტიკური დაავადებები;

• ორთოპედიული დაზიანებისა და ოპერაციის შემდგომი მდგომარეობები;

• სქოლიოზები.

მომსახურება ითვალისწინებს: კონსულტაციას, შეფასება/დიაგნოსტიკას, ინდივიდუალურ
მუშაობას.

დიაგნოსტიკისა და გუნდური შეფასების შემდგომ, შესაძლებელია მიიღოთ შემდეგი მომსახურება:

• ფიზიკური თერაპია (ვარჯიში/მასაჟი);

• ენისა და მეტყველების თერაპია;

• ქცევის თერაპია;

• ფსიქოლოგიური თერაპია;

• ნევროლოგი;

ცენტრი აღჭურვილია რეაბილიტაციისათვის საჭირო ინვენტარით: სარბენი
ბილიკი, ტაფჩანი, შვედური კიბე, ორძელი, ვექსელერი, ბურთები და სხვა...

ჩვენთან ფუნქციონირებს:

• სამკურნალო მასაჟის კაბინეტი, სადაც მიიღებთ მომსახურებას ექიმის დანიშნულების
შესაბამისად და ასევე გამაჯანსაღებელ მასაჟებს ნებისმიერი ასაკისათვის შეუზღუდავად;

• ნევროლოგ/ეპილეფტოლოგის კაბინეტი, სადაც შესაძლებელია მომსახურების მიღება
საჭიროების მქონე ნებისმეირი პირისათვის.

რეაბილიტაციის პროგრამას ვქმნით ბავშვთან და მის ოჯახთან მჭიდრო
თანამშრომლობით.

სამუშაო საათები

ორშაბათი-პარასკევი: 09:00 - 19:00

ტელეფონი

555455775

568154515