გათბობის, გაგრილების, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორი კომპანია "ქებული კლიმატი"- უკვე 20 წელია მომხმარებელს ჯანსაღ და კომფორტულ გარემოს უქმნის, როგორც სახლში ისე ოფისებსა და კომერციულ ფართებში.
კომპანია წარმოდგენილია 12 ფილიალით საქართველოს 10 სხვადასხვა ქალაქში.
"ქებული კლიმატი" ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობს, რომლებსაც თავიანთ სფეროში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. Მათ შორის, აღსანიშნავია BOSCH, რომლის კლიმატური ტექნიკის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში; ასევე ცენტრალური გათბობის სისტემების მწარმოებელი იტალიური კომპანია Ferroli; გაგრილების სისტემების კომპანია - Haier; ვენტილაციის სისტემების ბრენდი Helios; წყალმომარაგების სისტემების ლიდერი დანიური ბრენდი Grundfos და სხვა საერთაშორისო ბრენდები.
მრავალწლიანი გამოცდილება, კვალიფიციური ცოდნა, საიმედოობა, ხელმისაწვდომი ფასები და მომხმარებელზე ორიენტირებული გარემო, ის კრიტერიუმებია, რომელიც ეხმარება კომპანიას მიზნების მიღწევაში.
სამუშაო საათები
09:00 - 18:00
ტელეფონი
0322022222