სსიპ კოლეჯი „მოდუსი“ ერთადერთი სახელმწიფო კოლეჯია ქვემო-ქართლის რეგიონში (რუსთავი, მარნეული), რომელიც ახორციელებს პროფესიულ საგანმანათლებლო და მომზადება/გადამზადების პროგრამებს.
პროგრამებზე სწავლას სახელმწიფო 100% აფინანსებს. კოლეჯი, ასევე ახორციელებს მოკლევადიან, ფასიან სასერტიფიკატო კურსებს ბიზნეს კომპანიების ან კერძო პირების საჭიროებათა შესაბამისად .
სასწავლო კამპუსები და აუდიტორიები, სრულად არის ადაპრირებულია სსსმ და შშმ პირთათვის. არაქართულენოვანი აპლიკანტები, კოლეჯში ჩაბარების შემთხვევაში, პირველ ეტაპზე სწავლობენ ქართულ ენას და დასრულების შემდეგ, სწავლას არჩეულ პროფესიულ პროგრამაზე აგრძელებენ.
„მოდუსში“ შეგიძლიათ დაეუფლოთ შემდეგ სადიპლომო პროგრამებს:
• თმის მომსახურება – სწავლის ხანგრძლივობა 12 თვე, პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო (9 კლასი) განათლება.
• თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟი – სწავლის ხანგრძლივობა 12 თვე, პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო (9 კლასი) განათლება;
• სანტექნიკის სისტემების ექსპულატაცია – სწავლის ხანგრძლივობა 15 თვე, პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო (9 კლასი) განათლება;
• სამკერვალო წარმოება – სწავლის ხანგრძლივობა 21 თვე, პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო (9 კლასი) განათლება;
• შედუღება – სწავლის ხანგრძლივობა 7 თვე, პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო (9 კლასი) განათლება;
• ელექტროობა – სწავლის ხანგრძლივობა 12 თვე, პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო (9 კლასი) განათლება;
• ვებტექნოლოგიები – სწავლის ხანგრძლივობა 14 თვე, პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი (12 კლასი) განათლება;
• ინფორმაციის ტექნოლოგია – სწავლის ხანგრძლივობა 12 თვე, პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო (9 კლასი) განათლება;
• მებაღეობა – სწავლის ხანგრძლივობა 16 თვე, პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი (12 კლასი) განათლება;
• მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილის შეკეთება – სწავლის ხანგრძლივობა 11 თვე, პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო (9 კლასი) განათლება;
• მსუბუქი ავტომობილის ძრავის შეკეთება – სწავლის ხანგრძლივობა 11 თვე, პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო (9 კლასი) განათლება;
• მსუბუქი ავტომობილის ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთება – სწავლის ხანგრძლივობა 18 თვე, პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო (9 კლასი) განათლება;
• ავტოსატრანსპორტო საშუალებების ღებვა – სწავლის ხანგრძლივობა 12 თვე, პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო (9 კლასი) განათლება;
• კომპიუტერული ქსელი და სისტემები – (ინტეგრირებული) სწავლის ხანგრძლივობა 3 წელი, პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო (9 კლასი) განათლება;
• კომპიუტერული ქსელი და სისტემები – სწავლის ხანგრძლივობა 16 თვე, პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი (12 კლასი) განათლება;
• ვებტექნოლოგიები – (ინტეგრირებული) სწავლის ხანგრძლივობა 3 წელი, პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო (9 კლასი) განათლება;
• კულინარიის ხელოვნება – სწავლის ხანგრძლივობა 15 თვე, პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო (9 კლასი) განათლება.
• ბუღალტრული აღრიცხვა - სწავლის ხანგრძლივობა 24 თვე, პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი (12 კლასი) განათლება;
• აღმზრდელი - სწავლის ხანგრძლივობა 24 თვე, პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი (12 კლასი) განათლება;
სწავლსი დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფო პროფესიული დიპლომი.
სწავლის ხანგრძლივობა განსაზღვრულია 7-დან 36 თვემდე
"მოდუსში" შეგიძლიათ დაეუფლოთ შემდეგ მომზადების და გადამზადების პროგრამებს:
• ტურისტული მეგზური;
• შედუღება;
• ელექტრომემონტაჟე;
• ქალის ტანსაცმლის კონსტუირება-კერვა;
• მამაკაცის ზედა პერანგისა და შარვლის კონსტრუირება-კერვა;
• დეკორატიულ მცენარეთა გამრავლება;
• ქართული და უცხოური კერძების მომზადება;
• სააღმზრდელო პროცესების წარმართავა სკოლამდელ დაწესებულებებში;
• ლიფტების ტექნიკური მომსახურება და რემონტი;
• თმის შეჭრა და ვარცხნილობები;
პროგრამებზე სწავლის ხანგრძლივობა 2 თვიდან 5 თვემდეა, დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფო დიპლომი.
სამუშაო საათები 09:00-18:00
საკონტაქტო ნომერი 577408734